ღარიბაშვილი: ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად წარმატებულია

19-09-2024 20:42:04 პოლიტიკა ,ციტატა

"დღეს ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და რაც მთავარია თავად გრძნობენ, რომ მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა, მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, უმუშევრობა, სოციალური პოლიტიკა მრავალჯერ გაუმჯობესდა და მიმართულია მოქალაქეების ინტერესებზე, სამჯერ გავზარდეთ ქვეყნის ბიუჯეტი და ეკონომიკა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობისა და წარმოების ხელშემწყობი პროექტების შედეგად, ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე წარმატებით იყიდება ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები, იმ საწყის პირობებთან შედარებით, რომელიც ჩვენ დაგვხვდა, მთელს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად წარმატებულია. რა თქმა უნდა გამოწვევები რჩება, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას აქვს ხედვა და უნარი ამ პრობლემების გადაჭრის და მოგვარების",- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში წინასაარჩევნო ღონისძიებაზე საზოგადოებისადმი მიმართვისას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები