Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას შეხვდება ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს

ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას შეხვდება ჯო ბაიდენს, კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს

19/09/2024 19:05:03 მსოფლიო

მომავალ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს ეწვევა, დაგეგმილია შეხვედრები ჯო ბაიდენთან, კამალა ჰარისთან და დონალდ ტრამპთან.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, “ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მას “გამარჯვების გეგმას” წარუდგენს. უკრაინული სახელმწიფოს მეთაური ამ გეგმის დეტალების განხილვის, ასევე თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მოლოდინი აქვს".

"ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან, შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლებთან და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან,” - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ ზელენსკი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, შეხვედრებს გამართავს ამერიკული თავდაცვითი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, ასევე უკრაინულ დიასპორასთან.

ბაიდენისა და ზელენსკის დაგეგმილი შეხვედრა თეთრმა სახლმაც დაადასტურა. შეხვედრა თეთრ სახლში 26 სექტემბერს გაიმართება. ბაიდენი და ჰარისი “ხაზს გაუსვამენ თავის ურყევ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერისადმი იქამდე, სანამ ის ამ ომში არ გაიმარჯვებს.”

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S