Accentnews.ge
Politico: ევროკავშირი მზადაა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს

Politico: ევროკავშირი მზადაა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს

19/09/2024 19:10:15 პოლიტიკა, საზოგადოება

ევროკავშირი მზად არის, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შეაჩეროს თუ “ქართული ოცნება” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს,- იტყობინება გამოცემა Politico.

როგორც გამოცემა ევროკომისიის სპიკერზე დაყრდნობით მიუთითებს, “ყველა ვარიანტი განიხილება” თუ მმართველი “ქართული ოცნების პარტია” თავის ავტორიტარულ ტრაექტორიას გააგრძელებს, “მათ შორის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის პოტენციალური დროებითი შეჩერება.”

“როგორც ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ნაწილი, საქართველოს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფა",- ამბობს სპიკერი გამოცემასთან და განაგრძობს, "შეფასება, რა თქმა უნდა, შენგენის სივრცის შიდა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი მოვლენების შემთხვევაში მოხდება, ისევე როგორც საქართველოში შემდგომი დემოკრატიული ვარდნის შემთხვევაში”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S