Accentnews.ge
"ჰეზბოლას" ლიდერი: ეს შეიძლება ომის გამოცხადებად ჩაითვალოს

"ჰეზბოლას" ლიდერი: ეს შეიძლება ომის გამოცხადებად ჩაითვალოს

19/09/2024 19:41:06 მსოფლიო

დაჯგუფება "ჰეზბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრალამ 19 სექტემბრის მიმართვისას თქვა, რომ დაჯგუფებამ პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებებით "დიდი და უპრეცედენტო" დარტყმა განიცადა.

"ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მივიღეთ უდიდესი დარტყმა უსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროებში, რომელიც უპრეცედენტოა წინააღმდეგობის ისტორიაში და უპრეცედენტოა ლიბანის ისტორიაში, შესაძლოა - მთელს მსოფლიოში" - თქვა მან.

მისი თქმით, თავდასხმებმა "ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა".

"ეს შეიძლება, ომის გამოცხადებად ჩაითვალოს",- თქვა მან.

ნასრალამ დაიმუქრა, რომ "ჰეზბოლა" არ შეაჩერებს ისრაელზე თავდასხმებს.

17 სექტემბერს ლიბანში, მათ შორის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონში, თითქმის ერთდრულად აფეთქედა ჰეზბოლას წევრთა პეიჯერები, რომლებსაც კავშირის საშუალებად იყენებენ.

18 სექტემბერს დილით განახლებული მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 9 და დაიჭრა 3000-მდე ადამიანი. დაჭრილებს შორისაა ლიბანში ირანის ელჩი.

აფეთქებები იყო 18 სექტემბერსაც.

"ჰეზბოლამ" აფეთქებების ორგანიზებაში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაემუქრა.

თავად ისრაელს, რომელიც ირანის მიერ მხარდაჭერილ "ჰეზბოლას" მტრად ჰყავს გამოცხადებული, პეიჯერების აფეთქებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S