
აშშ-მა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ბანკი დაასანქცირა
19/09/2024 21:40:09 კონფლიქტები, პოლიტიკა
აშშ-მა მბლოკავი სანქციები დაუწესა საკრედიტო ორგანიზაცია "Международный расчетный банк"-ს რომელიც 2015 წლიდან ფინანსური მომსახურების სფეროში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ოპერირებდა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ხსენებული ბანკი ასრულებდა შუამავლის როლს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის უკანონო ფინანსურ ტრანზაქციებში, მისი მეშვეობით მხარეები საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლას ახერხებდნენ, მათ შორის - რუსეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საწვავის მიწოდების კუთხით.
რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და ჩრდილოეთ კორეის ორ სანქცირებულ სახელმწიფო ბანკს შორის თანამშრომლობის სქემაში ჩაბმულები იყვნენ ასევე რუსული სტრუქტურები «Стройтрейд», «РФК-банк», Тимер Банк, «ЦМРБанк», ასევე პირადად ამ უკანასკნელის ვიცე-პრეზიდენტი დიმიტრი ნიკულინი. ახლა ყველანი სანქციებს დაექვემდებარნენ.