
უკრაინამ რუსეთს, ირანსა და ჩინეთს ახალი სანქციები დაუწესა
20/09/2024 06:48:35 მსოფლიო
უკრაინამ ექვს ფიზიკურ და 40-ზე მეტ იურიდიულ პირს ირანიდან, ჩინეთიდან და რუსეთიდან სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები 10 წლის ვადით დაწესდა.
პრეზიდენტის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა აცნობოს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე დააყენოს მსგავსი შემზღუდველი ზომების შემოღების საკითხი.