Accentnews.ge
გერმანიაში მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

გერმანიაში მოცარტის დღემდე უცნობი ნაწარმოები აღმოაჩინეს

20/09/2024 08:34:15 მსოფლიო

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დღემდე უცნობი პიესა, – იუწყება გერმანული მაუწყებელი DW და სააგენტო dpa-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 12-წუთიანი ნაწარმოების სახელწოდებაა Serenate ex C.

სხვა ნოტებთან ერთად შენახული პიესა ქრონოლოგიის მიხედვით მოცარტის ნაწარმოებების სრული კატალოგის ახალი გამოცემის მომზადების პროცესში იპოვეს.

სპეციალისტების ვარაუდით, პიესა დაწერილია 1760-იან წლებში, როცა მოცარტი 10-13 წლის იყო. მოცარტის ავტორობა ჯერ 100%-ით დადასტურებული არ არის, თუმცა, მისი სახელობის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელმა, მუსიკისმცოდნე ულრიხ ლაიზინგერმა სხვა კომპოზიტორების ავტორობა უკვე გამორიცხა და თქვა, რომ საუბარია მოზარდი მოცარტის დღემდე უცნობ და სრულიად შესანიშნავ ნაწარმოებზე.

Serenate ex C პირველად 21 სექტემბერს შესრულდება ლაიფციგის ოპერის თეატრში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S