Accentnews.ge
მედია: კომპანია, რომლისგანაც "ჰეზბოლამ" პეიჯერები შეიძინა, ისრაელის დაზვერვამ შექმნა

მედია: კომპანია, რომლისგანაც "ჰეზბოლამ" პეიჯერები შეიძინა, ისრაელის დაზვერვამ შექმნა

20/09/2024 10:59:48 მსოფლიო

ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლას" წევრების პეიჯერებისა და რაციების აფეთქების უკან ისრაელი დგას. ამის შესახებ The New York Times ისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და დაზვერვის ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომელზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ "ჰეზბოლას" ასაფეთქებელი ნივთიერებებით პეიჯერები უნგრეთში მდებარე კომპანიამ დაამზადა, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურების მონაწილეობით სპეციალურად ამ ოპერაციისთვის შეიქმნა.

როგორც იუწყებიან, ისრაელმა ისარგებლა იმით, რომ "ჰეზბოლას" ლიდერმა ჰასან ნასრალამ, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ისრაელის შესაძლებლობების შიშით, ტერორისტებს მოუწოდა, შეეწყვიტათ სმარტფონების გამოყენება და აეკრძალათ მათი გამოყენება ოჯახის წევრებისთვის. ამის ნაცვლად, ნასრალა წლების განმავლობაში ლობირებდა პეიჯერების საშუალებით კომუნიკაციის იდეას, რომლებსაც აქვთ შეზღუდული ტექნოლოგიური შესაძლებლობები, მაგრამ არ არის საშიში გეოლოკაციის მონაცემების ან სხვა მგრძნობიარე ინფორმაციის გაჟონვის თვალსაზრისით.

"სწორედ ამაში ნახეს ისრაელის დაზვერვის ოფიცრებმა თავიანთი შანსი," - აღნიშნავს გამოცემა და დასძენს, რომ ისრაელმა დაიწყო გეგმის განხორციელება - შეექმნათ ცრუ კომპანია, რომელიც პეიჯერების საერთაშორისო მწარმოებლის იმიჯს შეიქმნიდა.

გამოცემის ცნობით, როგორც ჩანს, B.A.C Consulting იყო უნგრული კომპანია, რომელსაც ჰქონდა ამ მოწყობილობების წარმოების კონტრაქტი ტაივანური კომპანია Gold Apollo-ს სახელით. სინამდვილეში, დაზვერვის სამი წარმომადგენლის თქმით, რომლებიც ინფორმირებული არიან ოპერაციის შესახებ, ეს იყო ისრაელის გეგმის ნაწილი.

როგორც წყაროებმა NYT-ს უამბეს, "ჰეზბოლას" პეიჯერები ცალკე იყო წარმოებული და შეიცავდა PETN-ის ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ბატარეებს.

ლიბანში მცირე რაოდენობით პეიჯერები 2022 წლის ზაფხულში ჩავიდა, მაგრამ წარმოება სწრაფად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ნასრალამ ორგანიზაციას მოუწოდა მობილურ ტელეფონებზე უარი ეთქვა. ზაფხულის განმავლობაში ლიბანში პეიჯერების მიწოდება გაიზარდა - ათასობით მათგანი ქვეყანაში ჩავიდა და განაწილდა ჰეზბოლას ოფიცრებსა და მათ მებრძოლებს შორის.

17 სექტემბერს, "ჰეზბოლას" ათასობით პეიჯერი აფეთქდა, მეორე დღეს კი ორგანიზაციის წევრების რაციების დეტონაცია მოხდა.

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ 37 ადამიანი მოკვდა, 2931 დაიჭრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S