
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები
20/09/2024 14:42:52 მსოფლიო
20 სექტემბერს რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
დარტყმის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო გემი.
"ისკანდერ ემ-ის ტიპის რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა პორტი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ანტიგუას დროშის ქვეშ მცურავი სამოქალაქო გემი.
დაშავდა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი ყველა საჭირო დახმარებას მიიღებენ". - იტყობინება ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ოლეგ კიპერი.