Accentnews.ge
დანიამ უკრაინას იარაღის საწარმოებლად 40.7 მილიონი გამოუყო

დანიამ უკრაინას იარაღის საწარმოებლად 40.7 მილიონი გამოუყო

20/09/2024 16:04:30 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დანიისგან 40.7 მილიონი ევროს დახმარება მიიღო პაკეტიდან, რომელიც უკრაინული იარაღის წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

„ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად - დანიამ გამოყო 50 მილიონამდე ევრო, უკრაინული თვითმავალი საარტილერიო სისტემის წარმოებისთვის“, - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.

მისი თქმით, დანიის მაგალითი არის სიგნალი უკრაინის ყველა პარტნიორისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირების განხორციელების მნიშვნელობის შესახებ.

თავის მხრივ, დანიის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინაში იარაღის წარმოება გაცილებით იაფია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში.

დანია ევროკავშირში პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინას, უკრაინელი მწარმოებლისგან შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვისთვის თანხები გამოუყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S