Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბუდანოვის ორი მოადგილე გაათავისუფლა, ანონსდება "საკადრო წმენდა"

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ბუდანოვის ორი მოადგილე გაათავისუფლა, ანონსდება "საკადრო წმენდა"

20/09/2024 16:32:38 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ქვეყნის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის ორი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც "უკრაინსკაია პრავდა" წერს წყაროზე დაყრდნობით, ვიქტორ ზაიცევი და იგორ ოსტაპენკო დაახლოებით ერთი კვირის წინ გაათავისუფლეს და რომ გადაწყვეტილება ბუდანოვთან არ შეთანხმებულა.

მედია ასევე წერს, რომ მინისტრი მასშტაბურ „საკადრო წმენდას“ გეგმავს: "მინისტრმა უკვე გაათავისუფლა ან აპირებს, გაათავისუფლოს 20-მდე გენერალი და თანამდებიბის პირი".

მთავარ მიზეზად სახელდება „არაეფექტურობა, საბჭოური მიდგომა, საკურაციო სფეროებში შედეგების ნაკლებობა“.

„კარისკენ მისათითებელთა“ სიაში, კერძოდ, მინისტრის ხუთი მოადგილე, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და უპილოტო სისტემების ძალების სარდლობის ცნობილი შტაბის უფროსი შედიან",- წერს მედია.

ამასთან, ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის აპარატი თავად ბუდანოვის გთავისუფლებასაც აპირებს. მანამდე მასშტაბური საკადრო ცვლილებები განხორციელდა თავად მინისტრთა კაბინეტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S