Accentnews.ge
"მოულოდნელი იყო, კარგია თავისუფლება" - შანიძემ საპატიმრო დატოვა

"მოულოდნელი იყო, კარგია თავისუფლება" - შანიძემ საპატიმრო დატოვა

20/09/2024 16:35:27 საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირი გიორგი შანიძეა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე კამერის დაზიანებისთვის.

შანიძემ საპატიმრო დატოვა.

"ემოციებში ვარ. ძალიან მოულოდნელი იყო. არ ველოდი. თავისუფლება მიხარია",- თქვა ახალგაზრდა კაცმა საპატიმროს დატოვესბის შემდეგ.

რაც შეეხება მის ირგვლივ წარმართულ სამართლებრივ პროცესებს, მან გაიმეორა, რომ არ უარყოფს იმას, რაც გააკეთა, უბრალოდ, განაჩენი არ იყო შესაბამისობაში მის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან, "ალბათ, ამიტომაც შემიწყალეს".

"აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა 16 სექტემბერს მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა. მათი ნაწილი სცემეს. უმეტესობის მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული წესით დაიწყო. შანიძე ერთ-ერთია იმ 9 პირს შორის, რომლებიც სისხლის სამართლის სამართლის წესით დააკავეს. მას პროკურატურა ორი მუხლით ედავებოდა, მათ შორისაა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც ზიანი გამოიწვია. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შაინიძს მიერ, სამეთვალყურეო კამერის დაზიანებაში. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 100-დან 140 საათამდე, გამასწორებელი სამუშაოს 1 წლამდე, შინაპატიმრობას 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე.

მეორე ბრალდება 265-ე მუხლის მეორე ნაწილი იყო, რაც ნარკოტიკული საშუალება კანაფის მოყვანას გულისხმობს. დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S