Accentnews.ge
გაერო-ს გენმდივანი "ლიბანის მეორე ღაზად გადაქცევის შესაძლებლობას" არ გამორიცხავს

გაერო-ს გენმდივანი "ლიბანის მეორე ღაზად გადაქცევის შესაძლებლობას" არ გამორიცხავს

23/09/2024 05:29:24 მსოფლიო

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა ესკალაციას ეხმიანება და "ლიბანის მეორე ღაზად გადაქცევის შესაძლებლობას" არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან CNN-ს განუცხადა.

"ლიბანში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქება ნიშნავს, რომ არსებობს უფრო ძლიერი ესკალაციის პოტენციალი, რომელიც, შეიძლება, მსოფლიოსთვის დამანგრეველი ტრაგედია იყოს“, – განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უფრო ფართო ომი არ დაიწყოს“.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირმაც.

“ევროკავშირი უკიდურესად შეშფოთებულია ლიბანში სიტუაციის ესკალაციის გამო, ბეირუთში განხორციელებული თავდასხმების და ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მზარდი საზღვრისპირა ძალადობის შემდეგ. ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობა უზარმაზარ ფასს იხდის. საჭიროა ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტა“, - დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელში.

„ჰეზბოლა“ და ისრაელი ღაზას სექტორში ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთის ტერიტორიის წინააღმდეგ ცეცხლს ხშირად ხსნიან, მაგრამ ყოვლისმომცველი რეგიონული კონფლიქტის შიში ბოლო დროს განსაკუთრებით გაძლიერდა იმ ფონზე, როდესაც ბრძოლა ორივე მხარემ გაააქტიურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S