Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანა

23/09/2024 05:38:48 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანა. მომხდარის შედეგად, სულ მცირე ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 23 სექტემბერს გამოქვეყნებული ცნობით, დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. კონკრეტულად რომელი ობიექტები, ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ–ჯერობით არაფერს იუწყება.

ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა სავარაუდოდ, კორექტირებადი ავიაბომბებით.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მობინადრეები გაიყვანეს აფეთქების ტალღით დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსებიდან.

უკრაინის სამხრეთში მდებარე ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსულმა არმიამ ეს ტერიტორია უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავა, მათ შორისაა ევროპაში უდიდესი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ოლქის ნაწილს, მათ შორის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ ზაპოროჟიეს ისევ უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S