Accentnews.ge
მედია: ზელენსკის გეგმის მთავარი პუნქტი უსაფრთხოების გარანტიებია

მედია: ზელენსკის გეგმის მთავარი პუნქტი უსაფრთხოების გარანტიებია

23/09/2024 09:17:56 მსოფლიო

"გამარჯვების გეგმა", რომლის წარდგენასაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს აპირებს, პირველ რიგში, დასავლეთის მხრიდან უკრაინისთვის მხარდაჭერის გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, – იუწყება Sunday Times.

მიივე ცნობით, გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ (მათ შორის, თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს), მათზე უარი ვერ თქვას".

გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ზელენსკის გეგმის ოთხ ძირითად პუნქტს შორის საკვანძო ადგილს იკავებს ნატო–ს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა.

"გეგმის კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც ადრე არ იყო ნახსენები, არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციების გაგრძელების მხარდაჭერა რუსეთში, კერძოდ, კურსკის რეგიონში.

გარდა ამისა, გეგმაში საუბარია უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების გარანტიებსა და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებაზე", – იტყობინება Sunday Times.

უკრაინის პრეზიდენტი 22 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ში, სადაც გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს და შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატია.

დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც.

ვიზიტის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონს წარუდგენს უკრაინის „გამარჯვების გეგმას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S