
კრასნოდარში “ვაგნერის” ყოფილ ბაზას ცეცხლი გაუჩნდა
23/09/2024 10:12:24 მსოფლიო
კრასნოდარის მხარეში, გორიაჩი-კლიუჩის მახლობლად მდებარე მოლკინოს სამხედრო პოლიგონზე, ორსართულიან შენობას ცეცხლი გაუჩნდა. 2023 წლის ივლისამდე იქ მდებარეობდა კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” მთავარი ბაზა.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ვიდეო ხანძრის ადგილიდან გავრცელდა “ვაგნერთან” დაკავშირებული არხებით. ამ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მისული მაშველები თითქმის მთლიანად დამწვარ შენობას აქრობენ.
დაქირავებულებთან დაახლოებული მედიის ცნობით, შენობაში ამჟამად განთავსებული იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს "აფრიკული კორპუსის" შტაბი.