მარტვილში მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

23-09-2024 15:41:09 რეგიონები ,რეკლამა

მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება.

მარტვილის მერიის ცნობით, დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში მეურნეობა-ლედგებეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონისა და ცემენტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ელდარ თოდუასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება ასფალტო ბეტონის და ცემენტო ბეტონის საფარით, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.

პროექტის ღირებულება 1 687 700 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“ ახორციელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები