
ზელენსკი: მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტია!
23/09/2024 13:05:42 მსოფლიო
ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Golden Plate Award-ზე, სადაც მას ამერიკული აკადემიის ჯილდო გადაეცა.
მისი თქმით, მომდევნო რამდენიმე თვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომში გადამწყვეტი იქნება.
"ეს რუსეთის ომია უკრაინისა და თითოეული თქვენგანის წინააღმდეგ, რადგან რუსეთი ებრძვის თავისუფლებას! ცოტა დრო გვაქვს იმის გასაგებად, როგორი იქნება შედეგი, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ეს შედეგი და არა რუსეთმა ან მისმა სისხლიანმა მოკავშირეებმა. ომში რამდენიმე მომდევნო თვე არ უნდა დავკარგოთ",- თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა გაიხსენა "გამარჯვების გეგმა", რომელიც მან შეერთებულ შტატებში ჩაიტანა: "მე წარვუდგენ ამ გეგმას ამერიკას: პრეზიდენტ ბაიდენს, კონგრესს, ორივე საპრეზიდენტო კანდიდატს - კამალა ჰარისს და დონალდ ტრამპს და ყველა ჩვენს გლობალურ პარტნიორს, მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი საერთო მიღწევა თავისუფლებისთვის, თავისუფლების ხარჯზე ყოველგვარი კომპრომისის გარეშე".
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ „დღევანდელი სამყარო არ გვაძლევს უფლებას, წავაგოთ ერთი ბრძოლაც კი, როცა ერთ მხარეს არის თავისუფლება, ხოლო მეორე მხარეს არის ყველაფერი, რასაც არასდროს ვისურვებდით ჩვენი შვილებისთვის“.