
პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
30/05/2019 09:45:44 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად კამათი დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილს შორის დაიწყო, რომელშიც მოგვიანებით ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე ჩაერთო.
დეპუტატები დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.
დაპირისპირების მიზეზი უცნობია, რადგან სხდომათა დარბაზში, სადაც დაპირისპირება მიმდინარეობდა, მიკროფონები გამორთული იყო.