Accentnews.ge
ბრიტანულმა დაზვერვამ დაადასტურა რუსების შენელება პოკროვსკის მიმართულებით

ბრიტანულმა დაზვერვამ დაადასტურა რუსების შენელება პოკროვსკის მიმართულებით

23/09/2024 13:54:19 მსოფლიო

პოკროვსკი რჩება რუსული ჯარების მთავარ სამიზნედ, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს ამ მიმართულებით რუსული წინსვლის შენელება. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მიმოხილვაში.

ბრიტანელმა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ რუსებმა სავარაუდოდ, დაიკავეს გროდოვკა (პოკროვსკის აღმოსავლეთით) და უკრაინსკი (სამხრეთით). რუსული ჯარები პოკროვსკიდან დაახლოებით 8 კილომეტრში რჩებიან.

ამავდროულად, უკრაინის ჯარების, ურბანული ტერიტორიების და უკრაინის თავდაცვითი ძალების გაძლიერებამ შესაძლოა ხელი შეუწყო რუსეთის წინსვლის შენელებას ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რუსული ჯარები სოფელ პეშჩანოედან დასავლეთით დაწინაურდნენ. ახლა მათ უჭირავთ ტერიტორია მდინარე ოსკოლიდან 3,5 კილომეტრში. სავარაუდოა, რომ რუსული ჯარები მიზნად ისახავს მდინარე ოსკოლის აღმოსავლეთ ნაპირამდე მისვლას, რათა გამოიყენონ იგი ბუნებრივ თავდაცვით ბარიერად და შექმნან პირობები მომავალი ოპერაციებისთვის.

ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში ბრიტანული დაზვერვა იუწყებოდა რუსების შეტევის დაჩქარების შესახებ პოკროვსკისკენ და რომ დიდი დანაკარგები რუს სამხედროებს შორის ადამიანების "ტალღებად" გამოყენებით იყო განპირობებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S