
პრეზიდენტი – "ოცნებაზე": უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი რუსულობა
23/09/2024 16:46:19 ციტატა
"ჩევენ მართლა გარდამტეხ მომენტში ვართ, ესეც უნდა დავინახოთ არა შიგა და შიგ, არამედ ყოველდღიურად. ამაში ძალიან გვეხმარება, მართალი რომ ვთქვა, "ოცნებისა" და ივანიშვილის პოლიტიკა, დღითიდღე პრაქტიკულად, უფრო და უფრო ცხადი ხდება მათი პრორუსულობა, უკვე ეს პრო აღარ არის, ეს არის რუსულობა, დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყანაში. [...] მიმდინარე წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა ხმების მოსაზიდად. [...] კამპანია არის მხოლოდ ერთი - შიში, მუქარა, რევანშის დაპირება. როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხმებით ვეღარ იგებს და უნდა, რომ კონფრონტაციამდე, ჯახამდე მიიყვანოს ქვეყანა", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021