Accentnews.ge
ნეთანიაჰუ ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

ნეთანიაჰუ ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს

23/09/2024 18:45:05 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანელ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

„ისრაელის ომი თქვენს წინააღმდეგ არ არის. ეს ომი "ჰეზბოლას" წინააღმდეგაა. დიდი ხნის განმავლობაში "ჰეზბოლა" თქვენ ცოცხალ ფარად გიყენებდათ. ჩვენი ხალხის დასაცავად "ჰეზბოლას" დარტყმებისგან ჩვენ უნდა გავანადგუროთ მათი იარაღი. დილიდან ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაგაფრთხილათ, რომ დაგეტოვებინათ საფრთხის ზონა. მოგიწოდებთ, სერიოზულად მოეკიდეთ ამ გაფრთხილებას. ნუ მისცემთ "ჰეზბოლას" საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლე. ნუ მისცემთ "ჰეზბოლას" საშუალებას, საფრთხეში ჩააგდოს ლიბანი. გთხოვთ, ახლავე დატოვეთ საფრთხის ზონა. როგორც კი ჩვენი ოპერაცია დასრულდება, თქვენ უსაფრთხოდ შეძლებთ სახლებში დაბრუნებას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S