Accentnews.ge
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს აგზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს აგზავნის

23/09/2024 19:24:46 მსოფლიო

პენტაგონის ცნობით, აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს აგზავნის.

პენტაგონის პრეს–მდივანს, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერს არ დაუკონკრეტებია დეტალები იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის იქნება დამატებითი ძალები, ან რა ამოცანები დაეკისრება მათ.

აშშ-ს ამჟამად რეგიონში 40 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული.

23 სექტემბერს ისრაელის საჰაერო დარტყმებს 270-ზე მეტი ლიბანელი ემსხვერპლა, ეს თავდასხმები ყველაზე ინტენსიური იყო მას მერე, რაც 2006 წელს ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ომი დაიწყო. ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

ლიბანის სამხრეთი დატოვა ათასობით მოქალაქემ, საპორტო ქალაქ სიდონისგან მომავალ გზატკეცილზე მანქანების ხერგილია, მოქალაქეები მანქანებით ბეირუთში ცდილობენ ჩასვლას.

ისრაელის თავდასხმების შედეგად დაჭრილია 1000-ზე მეტი მოქალაქე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S