
WSJ: რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა იაპონიის საჰაერო სივრცე ერთ დღეში 3–ჯერ დაარღვია
24/09/2024 05:52:11 მსოფლიო
"The Wall Street Journal"-ის (WSJ) ცნობით, რუსული სამხედრო თვითმფრინავი "Ил-38" იაპონიის საჰაერო სივრცეში ერთ დღეში 3–ჯერ შეიჭრა ჩრდილოეთიდან, კუნძულ ჰოკაიდოსთან.
როგორც გამოცემა იუწყება, იაპონიის საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი ჯერ გააფრთხილეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, მესამე შემთხვევის დროს კი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიას მსგავსი ზომები 60 წელზე მეტია, არ მიუღია.
"იაპონიის თავდაცვის მინისტრ მინორუ კიჰარას განცხადებით, რუსულ თვითმფრინავს არ ჩაუდენია რაიმე სახის სახიფათო ქმედება, თუმცა, ოფიციალურმა ტოკიომ მოსკოვს კატეგორიულად მოითხოვა, აღარ განმეორდეს მსგავსი ინციდენტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მომხდარზე კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებენ", – იტყობინება WSJ.