Accentnews.ge
სენეგალის სანაპიროსთან, ნავში სულ მცირე, 30 ცხედარი იპოვეს

სენეგალის სანაპიროსთან, ნავში სულ მცირე, 30 ცხედარი იპოვეს

24/09/2024 06:33:17 მსოფლიო

სენეგალის სანაპიროსთან, დედაქალაქიდან 70 კილომეტრში, ხის ნავში სულ მცირე, 30 ცხედარი იპოვეს.

ცხედრების დაზიანების გამო ამოცნობის პროცესი უკიდურესად გართულებულია.

ბოლო პერიოდში სენეგალიდან ესპანეთის კანარის კუნძულებზე გადასვლის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ადამიანებს ამისთვის ატლანტიკის ოკეანეში 1 500 კილომეტრის გადაცურვა უწევთ.

სენეგალის დატოვებისა და ესპანეთში გადასვლის მიზეზი უკიდურესი სიღარიბე, უმუშევრობა და სამხედრო კონფლიქტებია.

გაეროს მონაცემებით, გასულ წელს კანარის კუნძულებამდე 40 000-მა მიგრანტმა მიაღწია. დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1 000-ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S