Accentnews.ge
რუსეთში ხელისუფლების წარმომადგენლის "უხამსად" მოხსენიება პატიმრობით დაისჯება

რუსეთში ხელისუფლების წარმომადგენლის "უხამსად" მოხსენიება პატიმრობით დაისჯება

24/09/2024 07:04:39 მსოფლიო

რუსეთში ცვლილებებს ამზადებენ სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ორწლიან პატიმრობას განსაზღვრავს პირისთვის ინტერნეტში ან მედიაში თანამდებობის პირების შეურაცხყოფისთვის. შესაბამისი ცვლილებები მოამზადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევმა, წერს კრემლის მიერ კონტროლირებული TASS კანონპროექტის ასლზე მითითებით.

ცვლილებების შეტანას ვარაუდობენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ეხება პასუხისმგებლობას თანამდებობის პირის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით საჯარო შეურაცხყოფას. ამ დროისთვის მსგავსი ქცევა ექვემდებარება ჯარიმას 40 ათას რუბლამდე, სავალდებულო სამუშაოს 360 საათამდე, ან გამოსასწორებელ შრომას ერთ წლამდე. შეთავაზებულია სადამსჯელო ღონისძიებების გაორმაგება.

ასევე შემოთავაზებულია მუხლის დამატება ახალი დებულებით პასუხისმგებლობის შესახებ იმავე ქმედებებზე, რომლებიც ჩადენილია ინტერნეტით ან მედიის გამოყენებით. ამ მუხლით ბრალდებულებს 1 მილიონ რუბლამდე ჯარიმა ემუქრებათ და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების სამ წლამდე ვადით ჩამორთმევა.

მაქსიმალური სასჯელი ორ წლამდე ვადით თავისფლების აღკვეთაა.

როგორც TASS აღნიშნავს, ინიციატივას მხარი დაუჭირა საკანონმდებლო საქმიანობის სამთავრობო კომისიამ.

მანამდე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მითითებულ მუხლს ექვემდებარება „ხელისუფლების წარმომადგენლის პატივისა და ღირსების საჯარო შელახვა, მის პიროვნულ და პროფესიულ (სამსახურეობრივ) თვისებებზე მითითებით... გამოხატული უხამსი ფორმით“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S