Accentnews.ge
ნიდერლანდებმა უკრაინის მხარდაჭერის 209,5 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

ნიდერლანდებმა უკრაინის მხარდაჭერის 209,5 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა

24/09/2024 08:47:36 მსოფლიო

ნიდერლანდებმა უკრაინის მხარდაჭერის ახალი, 209,5 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის კასპარ ველდკამპის განცხადებით, მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიმართული იქნება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, მათ შორის EBRD-ის მეშვეობით და ასევე, ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე.

გარდა ამისა, ნიდერლანდები უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 45 მილიონ ევროს შეიტანს და საჭირო ტექნიკის მიწოდებას დააფინანსებს. მანამდე საფრანგეთმა განაცხადა, რომ 60 მილიონ ევროს გამოყოფს ენერგეტიკის მხარდასაჭერად.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინელები ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ზამთრისთვის ემზადებიან და იმისთვის, რომ ქვეყანამ გაუძლოს, მას ელექტროენერგია სჭირდება.

მანამდე, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე და საერთაშორისო საზოგადოებას ქვეყნისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი ზამთრის წინ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოშლას და ქვეყნის სიცივესა და სიბნელეში დატოვებას ცდილობს, რაც პარტნიორებმა არ უნდა დაუშვან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S