Accentnews.ge
ირანის პრეზიდენტი: ისრაელი ცდილობს ჩვენს ჩათრევას იქ, სადაც ჩასვლა არ გვინდა

ირანის პრეზიდენტი: ისრაელი ცდილობს ჩვენს ჩათრევას იქ, სადაც ჩასვლა არ გვინდა

24/09/2024 09:21:39 მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებაში ადანაშაულებს.

ფეზეშქიანმა აშშ-ში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას თქვა, რომ ისრაელი ირანის ომში ჩასათრევად "მახეებს" აგებს.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, მრგვალ მაგიდასთან ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ "ახლო აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური კონფლიქტის გაჩაღება მსოფლიოში სარგებელს არავის მოუტანს. მხოლოდ ისრაელს უნდა ამ კონფლიქტის გამწვავება".

ფეზეშქიანმა გაიხსენა ლიბანში ელექტრონული მოწყობილობების აფეთქება და "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობა.

"ისინი [ისრაელი] ცდილობენ ჩვენს ჩათრევას იქ, სადაც ჩასვლა არ გვინდა. ომში გამარჯვებული არ არსებობს, ამის დაჯერებით ჩვენ მხოლოდ თავს მოვიტყუებთ". - დასძინა ფეზეშქიანმა.

ფეზეშქიანი ასევე შეეხო ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკებებსაც, მისი თქმით, ირანი მოლაპარაკებების განახლებისთვის მზადაა.

ისრაელმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S