
ზელენსკი აშშ-ს "გადამწყვეტი მოქმედებისკენ" მოუწოდებს
24/09/2024 12:22:17 მსოფლიო
მიმდინარე კვირაში გაეროში სიტყვით გამოსვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაზე მოწოდებით გამოვიდა.
ზელენსკის თქმით, რომელიც აშშ–ში იმყოფება, მან "ამერიკელ კანონმდებლებს კონფლიქტში ამჟამად არსებულ ვითარებასა და რუსეთის ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია".
"ახლა გადამწყვეტ მოქმედებას შეუძლია, დააჩქაროს სამართლიანი დასრულება რუსეთის აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ, მომავალ წელს", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის ლიდერი გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. მანამდე, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა აშშ-ის კანონმდებლების ორპარტიულ დელეგაციასთან და მათ "ამერიკის მხრიდან ურყევი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.