Accentnews.ge
რუსეთმა პეტრო პოროშენკო "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა

რუსეთმა პეტრო პოროშენკო "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა

24/09/2024 13:03:41 მსოფლიო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსთმა შვილთან - ოლექსისთან ერთად "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანა.

სიაში ასევე მოხვდნენ უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი კონსტანტინ ეფიმენკო და მისი მეუღლე ელიზავეტა ანდრეევა.

მანამდე ლიპეცკის სასამართლომ აკრძალა პეტრო პოროშენკოს საქმიანობა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და პოროშენკოს კომპანია "როშენის" საკონდიტრო ქარხნის ნაციონალიზაცია მოახდინა, რომელიც ამ ქალაქში მდებარეობდა.

რუსეთის პროკურატურამ ლიპეცკის "როშენის" ქარხნის ყოფილი გენერალური დირექტორი ოლეგ კაზაკოვი, რომელიც კომპანიის აქციების 5%-ს ფლობდა, პოროშენკოს "ექსტრემისტულ ასოციაციაში" შეიყვანა. მათ ასევე ჩამოართვეს რუსეთში მიღებული შემოსავალი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S