
მედია: აშშ უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბურ პაკეტს გამოაცხადებს
24/09/2024 13:37:08 მსოფლიო
შეერთებული შტატები ოთხშაბათს გამოაცხადებს უკრაინის სამხედრო დახმარების ახალ, 375 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" რამდენიმე ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
ეს პაკეტი იქნება ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა მაისის შემდეგ გაუგზავნა კიევს.
ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ პაკეტი სავარაუდოდ მოიცავს F-16-ის "ჰარი-მიწის" საბრძოლო მასალებს, რაც უკრაინელ პილოტებს საშუალებას მისცემს, იმოქმედონ ფრონტის ხაზებიდან და რუსული საჰაერო თავდაცვისგან უფრო შორს.
პაკეტში ასევე შედის HIMARS-ის საბრძოლო მასალები, საპატრულო კატარღები და ჯავშანტექნიკა, ასევე 155 მმ-იანი და 105 მმ-იანი ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.
აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, პაკეტი, რომელიც ჯერ კიდევ კომპლექტდება და შესაძლოა, შეიცვალოს, გადაეცემა PDA (Presidential Drawdown Authority) მექანიზმის მეშვეობით უკრაინას, რომელიც აშშ-ს საწყობებიდან იარაღის გატანის საშუალებას იძლევა.
პაკეტი გამოცხადდება მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატს კამალა ჰარისს.