
ირანის პრეზიდენტი: ლიბანსა და ისრაელს შორის სამხედრო დაპირისპირება შეიძლება, რეგიონულ ომში გადაიზარდოს
24/09/2024 17:13:51 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ისრაელის საჰაერო კამპანია "ჰეზბოლას" თავდასხმების საპასუხოდ ლიბანში "შეიძლება, რეგიონულ ომში გადაიზარდოს".
ფეზეშქიანმა CNN-თან განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს "ჰეზბოლას", რადგან დაჯგუფება "მარტო ვერ გაუძლებს" თავდასხმებს.
"ნამდვილად არსებობს იმის საფრთხე, რომ (ლიბანში) განვითარებული მოვლენების ცეცხლი მთელ რეგიონს მოედოს", - განაცხადა მან.
ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 23 სექტემბრიდან, სულ მცირე, 558 ადამიანია დაღუპული ისრაელის ავიადარტყმების შედეგად. მანამდე ბეირუთი 492 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.
ლიბანის მთავრობის მიერ 24 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი.