ერდოღანს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის „კარგი ამბებით“ დასრულების იმედი აქვს

24-09-2024 22:00:32 კავკასია

სომხურ-თურქული მოლაპარაკებების პროცესი ერევნისა და ბაქოს ურთიერთობასთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს გენერალური ასამბელის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ანკარა მხარს უჭერს სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა „კარგი ამბებით“ სწრაფად დასრულდება.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებში დადებითი ორმხრივი ნაბიჯები გადაიდგა და აზერბაიჯანი-სომხეთის სამშვიდობო პროცესი ასევე დადებითად აისახება თურქეთ-სომხეთის ნორმალიზაციის პროცესზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები