Accentnews.ge
ნიკიფოროვი: აშშ-ში ზელენსკი ორ შეხვედრას გამართავს ბაიდენთან

ნიკიფოროვი: აშშ-ში ზელენსკი ორ შეხვედრას გამართავს ბაიდენთან

24/09/2024 18:54:53 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ორ შეხვედრას გამართავს თავის ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

ნიკიფოროვმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარი მიზანია „გამარჯვების გეგმის“ წარდგენა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, პრეზიდენტობის კანდიდატებისა და კონგრესისთვის.

მისი თქმით, პრეზიდენტები ჯერ გაეროს ფარგლებში 25 სექტემბერს შეხვდებიან ერთმანეთს, ხოლო შემდეგ 26 სექტემბერს - თეთრ სახლში.

ეს ის მოვლენებია, საიდანაც ყველაზე მეტ შედეგს ველით“, - დასძინა ნიკიფოროვმა.

ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ხუთშაბათს ეწვევა აშშ-ის კაპიტოლიუმს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S