
საბერძნეთისა და თურქეთის ლიდერები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს
24/09/2024 19:13:38 მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი სამშაბათს, 24 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.
საბერძნეთის ლიდერის პრესსამსახურის ცნობით, მიცოტაკისმა და ერდოღანმა „განიხილეს პროგრესი პოლიტიკურ დიალოგში და პოზიტიური დღის წესრიგი“.
ისინი ასევე შეთანხმდნენ "ახლო პერიოდის განმავლობაში მიგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რათა აღმოიფხვრას ადამიანებით მოვაჭრეების ქსელები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ათენმა ასევე გამოაცხადა საბერძნეთსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის უმაღლესი საბჭოს მოწვევა, რომელიც ანკარაში 2025 წლის იანვარში უნდა გაიმართოს.
ეს არის მეორე შეხვედრა საბერძნეთისა და თურქეთის ლიდერებს შორის წლის დასაწყისიდან - წინა ივლისში, ვაშინგტონში შედგა ნატოს სამიტის ფარგლებში.
დაძაბულობა არაერთხელ გამწვავდა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ხმელთაშუა ზღვაში ტერიტორიული დავების და კვიპროსის საკითხის ირგვლივ.