
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 32 დრონიდან 28 ჩამოვაგდეთ
25/09/2024 06:04:46 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 32 დრონიდან 28 ჩამოაგდეს.
მისივე ცნობით, უკრაინელებმა ასევე X-59/69 ტიპის ოთხი მართვადი რაკეტა გაანადგურეს.
საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.