Accentnews.ge
Spiegel: უკრაინის დახმარების საკითხზე ბაიდენი, შოლცი, მაკრონი და სტარმერი შეხვედრას გერმანიაში გამართავენ

Spiegel: უკრაინის დახმარების საკითხზე ბაიდენი, შოლცი, მაკრონი და სტარმერი შეხვედრას გერმანიაში გამართავენ

25/09/2024 06:09:17 მსოფლიო

უკრაინის დახმარების საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი შეხვედრას გერმანიაში გამართავენ, – იუწყება გერმანული გამოცემა Spiegel სამთავრობო წრეებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, ბაიდენი გერმანიას 10-12 ოქტომბერს ეწვევა და გერმანიის მთავრობა ასევე გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევას, სანამ ბაიდენი ქვეყანაში იქნება.

Spiegel–ის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა “რამშტაინსაც” მოინახულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S