Accentnews.ge
ბორელი: "ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ"

ბორელი: "ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ"

25/09/2024 06:15:32 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვაზე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ "დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა იძულებული გახდება კაპიტულაცია გამოაცხადოს".

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„თავიდან არავის ჰქონდა იმის იმედი, რომ უკრაინა წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა და რა შევთავაზეთ უკრაინას დასაწყისში? ჩვენ ჩაფხუტები შევთავაზეთ, ახლა კი F-16-ებს ვთავაზობთ. განსხვავება შესამჩნევია. ჩვენ ეს უნდა გავაგრძლოთ. [...] ვიდრე უკრაინელებს წინააღმდეგობის გაწევა სურთ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ. [...] ჩვენი მხარდაჭერის გარეშე უკრაინა იძულებული გახდება კაპიტულაცია გამოაცხადოს. ჩვენ არ გვსურს უკრაინის კაპიტულაცია, მისი ეროვნული იდენტობის, თავისუფლების, ტერიტორიის დაკარგვა და მეორე ბელარუსად გადაქცევა“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S