Accentnews.ge
5-6 ოქტომბერს „თბილისობის“ ფარგლებში ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება

5-6 ოქტომბერს „თბილისობის“ ფარგლებში ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება

25/09/2024 07:32:26 საზოგადოება

5 და 6 ოქტომბერს დედაქალაქში „თბილისობა“ აღინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა.

მისი თქმით, თბილისობა წელსაც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეებს. წელსაც 5 და 6 ოქტომბერი იქნება დედაქალაქის დღეები, „თბილისობა“, რომელიც რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე გაიმართება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე გაგიზიარებთ. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი, ეს იქნება დედაქალაქის დღეები და ერთად აღვნიშნოთ „თბილისობა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S