25-09-2024 12:37:22 ციტატა
"არ უნდა გავიგოთ ისე, რომ საპარლამენტო სიაში თუ არ ვარ, ვიქნები სამთავრობო კანდიდატი, პრემიერ–მინისტრობის თუ ა.შ. არა. მე ხელი მაქვს მოწერილი პერსონალურად და კოალიციასაც ქართულ ქარტიაზე, რომელიც პრეზიდენტის ინიცირებული იყო და მე ვრჩები ერთგული ამ ქარტიის. ჩვენი პარტიაც, კოალიციაც რჩება ერთგული ამ ქარტიის, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ მომავალი მთავრობის, ე.წ. გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელი იქნება არაპარტიული კანდიდატი", – ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ– ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ცნობისთვის: ნიკა გვარამია კოალიცია "ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიაში არ იქნება. ამის შესახებ მან მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა.