
"პარლამენტის პიკეტირება მიუღებელია, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში"
03/02/2020 08:11:28 საშინაო პოლიტიკა
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაუშვებელია.
"პიკეტირება მიუღებელია, ამას მოჰყვება კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში", - განაცხადა კახა კალაძემ.
პროპორციული არჩევნების ჩაგდების გასაპროტესტებლად ოპოზიცია ხვალიდან აქციებს განაახლებს. მიმდინარე წლის პირველ საგაზაფხულო სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტში მოხვედრა სირცხვილის კორიდორის გავლით მოუწევთ.