Accentnews.ge
„ხვალ ვიკრიბებით პარლამენტთან. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ იმიტომ, რომ გვიყვარს სამშობლო“

„ხვალ ვიკრიბებით პარლამენტთან. ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ იმიტომ, რომ გვიყვარს სამშობლო“

03/02/2020 08:20:19 საშინაო პოლიტიკა

პროპორციული არჩევნების ჩაგდების გასაპროტესტებლად ოპოზიცია ხვალიდან აქციებს განაახლებს. როგორც „ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან ხვალ დილიდან შეიკრიბებიან.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის პირველ საგაზაფხულო სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტში მოხვედრა სირცხვილის კორიდორის გავლით მოუწევთ.

„ხვალ 10:00 სთ–ზე ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან. გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო წინააღმდეგობის ფორმა. ეს იქნება სირცხვილის კორიდორი, რომლითაც ჩვენ არ შევუშლით ხელს პარლამენტის წევრებს, შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ მათ ბევრჯერ მოუწევთ წაკითხვა რომ სირცხვილის, როცა ისინი საკანონმდებლო ორგანოში შედიან. რაც მთავარია, ჩვენმა მშვიდობიანმა პროტესტმა ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა – სრულიად დასავლური სამყარო, სენატი, კონგრესი, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო სრულად მხარს უჭერს ჩვენს მშვიდობიან პროტესტს. რაც მთავარია, საზოგადოებაში არის საოცრად პოზიტიური განწყობა იმ მშვიდობიანი კანონის შესაბამისი ფორმებთან მიმართებაში, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ. სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის: ერთიანობა, არც ერთი ნაბიჯი უკან და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე იმიტომ, რომ გვიყვარს ქვეყანა, გვიყვარს სამშობლო და გვჯერა, რომ ამ ქვეყნას აქვს მომავალი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S