Accentnews.ge
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი: "ჩვენ გვაქვს რესურსი კორონავირუსს გავუმკლავდეთ"

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი: "ჩვენ გვაქვს რესურსი კორონავირუსს გავუმკლავდეთ"

03/02/2020 08:35:13 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანას კორონავირუსს გასამკლავებლად რესურსები გააჩნია.

„უკვე კვირაზე მეტია, ტარდება პრევენვიული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც მიტანილია ეჭვი, როგორც პოტენციურ კორონავირუსის მატერებელზე. ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის, რომ საქართველო დღემდე იმყოფება მწვანე ზონაში. ჩვენ გვყავს მხოლოდ სამი პაციენტი, რომელიც მკურნალობას გადის ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი. ამ შემთხვევაში მთავარია, დროულად იყოს აღმოჩენილი დახმარება და მოხდეს პაციენტის დროული სტაციონარიზაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია. გუშინ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S