Accentnews.ge
ჩინეთმა წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

ჩინეთმა წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

25/09/2024 13:53:01 მსოფლიო

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ წყნარ ოკეანეში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. არ არის დაკონკრეტებული რაკეტის ტრაექტორია და დაცემის ადგილი.

არსებული ინფორმაციით, რაკეტა 25 სექტემბერს დილის საათებში გამოსცადეს.

სამინისტროს ცნობით, გამოცდა ყოველწლიური წვრთნების ფარგლებში ჩატარდა "საერთაშორისო ნორმების დაცვით".

ჩინური სახელმწიფო მედია აღნიშნავს, რომ პეკინმა რეგიონის სახელმწიფოები გამოცდის შესახებ წინასწარ გააფრთხილა.

ჩინეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა საერთაშორისო წყლებში ბოლოს 1980 წელს გამოსცადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S