Accentnews.ge
4 თებერვლის ამინდის პროგნოზი – ქარბუქი, შტორმი, მდინარეებზე წყლის დონის მატება

4 თებერვლის ამინდის პროგნოზი – ქარბუქი, შტორმი, მდინარეებზე წყლის დონის მატება

03/02/2020 08:40:06 საზოგადოება

4 თებერვალს საქართველოში წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარიც.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S