Accentnews.ge
ჯონსონი ზელენსკისგან აშშ-ში უკრაინის ელჩის გადაყენებას მოითხოვს

ჯონსონი ზელენსკისგან აშშ-ში უკრაინის ელჩის გადაყენებას მოითხოვს

26/09/2024 06:16:42 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ სპიკერ მაიკ ჯონსონს ეჭვი შეაქვს შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩის ოქსანა მარკაროვას „კეთილსინდისიერებაში“, მას დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში" ადანაშაულებს და ვოლოდიმირ ზელენსკის მისი თანამდებობიდან „დაუყოვნებლივი გათავისუფლების" წინადადებით მიმართავს.

მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაუგზავნა.

როგორც წერილიდან ირკვევა, რესპუბლიკელების აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 22 სექტემბერს, პენსილვანიის შტატში მდებარე საბრძოლო ჭურვების მწარმოებელ ქარხანაში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობისას იქ იმყოფებოდნენ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები და არც ერთი რესპუბლიკელი არ მიუწვევიათ.

სპიკერი ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს აშკარად დემოკრატების სასარგებლოდ ჩატარებული პარტიული ღონისძიება იყო და შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჩარევა.

ჯონსონი წერს, რომ ელჩის მიერ ამ „პარტიზანული კამპანიის“ ორგანიზების გამო, რესპუბლიკელები აღარ ენდობიან მარკაროვას უნარს, კეთილსინდისიერად და ეფექტიანად შეასრულოს დიპლომატის ფუნქციები.

წერილში ჯონსონი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭრა აქვს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო სიის ლიდერები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების და მედიის თავდასხმის სამიზნე არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S