Accentnews.ge
უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 66 დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 66 დრონი ჩამოვაგდეთ

26/09/2024 06:21:48 მსოფლიო

უკრაინის ქალაქებზე რუსეთმა მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 78 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 66 ჩამოაგდეს, 8 უკრაინის კონტროლირებად სივრცეში დაიკარგა, 1 კი რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნდა.

ამასთან, უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ორი უცნობი ტიპის და ოთხი Kh-59/69 მართვადი რაკეტით, მათგან 4 Kh-59/69 ჩამოაგდეს.

უკრაინის თავდაცვის სისტემა ამუშავდა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ვინიცის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავას, მიკოლაევის, ოდესის, ხერსონის და ხარკოვის რეგიონებში.

როგორც უკრაინელი სამხედროები იტყობინებიან, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S