26-09-2024 12:58:18 კავკასია
გროზნოში "კადიროველებმა" მოიტაცეს თვითგამოცხადებული ჩეჩნეთის რესპუბლიკის (იჩქერია) პირველი პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ბიძაშვილი ლომ-ალი იდიგოვი. ის მოსკოვში ბიზნესით არის დაკავებული,- იტყობინება რამზან კადიროვის კრიტიკოსების მიერ დაფუძნებული ოპოზიციურ ტელეგრამ- არხი „1 ადათი".
როგორც იტყობინებიან, ლომ-ალი იდიგოვი 17 სექტემბერს ჩავიდა სოფელ კატაიამში, საიადანაც ის შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს. მას შემდეგ, ის გროზნოს პოლიციის სამმართველოში ბრალის წარდგენის გარეშე იმყოფება.
„1 ადათის“ ცნობით, მისი დაკავების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო "ინსტაგრამში" ჯოხარ დუდაევის ფოტოს გამოქვეყნება.
ჩეჩნეთის ხელისუფლება არ იძლევა ინფორმაციას დაკავების მიზეზების შესახებ.
ჯოხარ დუდაევი (1944–1996) იყო ჩეჩენი სახელმწიფო მოღვაწე, რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მოძრაობის ლიდერი და ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პირველი პრეზიდენტი.
დუდაევი 1996 წლის 22 აპრილის ღამეს გროზნოდან 30 კილომეტრში მდებარე სოფელ გეხი-ჩუსთან მოკლეს რუსებმა სარაკეტო დარტყმით.