Accentnews.ge
მედია: ნიუ-იორკის მერს ბრალი წაუყენეს

მედია: ნიუ-იორკის მერს ბრალი წაუყენეს

26/09/2024 09:50:40 მსოფლიო

ნიუ-იორკის მერს ერიკ ადამს ფედერალური კორუფციული გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს, - ამის შესახებ New York Times იუწყება.

გამოცემის ცნობით, საბრალდებო დასკვნის შინაარსი ჯერ უცნობია, თუმცა გამოძიება ნაწილობრივ ეხებოდა არალეგალურ შემოწირულობებს. კერძოდ, მიიღო თუ არა 2021 წელს ერიკ ადამსმა და მისმა საარჩევნო კამპანიამ თურქეთის მთავრობისგან არალეგალური შემოწირულობები.

საბრალდებო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ერიკ ადამსი ნიუ-იორკის ისტორიაში პირველი მერი გახდება, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნისას წაუყენებენ ბრალს.

თავად ერიკ ადამსმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბრალდება უარყო.

„თუ ბრალს წამიყენებ, ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. სასწრაფო საქმის მოსმენას მოვითხოვ, რათა ნიუ-იორკელებმა სიმართლე გაიგონ“, - თქვა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S