Accentnews.ge
"ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება"

"ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება"

03/02/2020 10:46:18 საზოგადოება

ლუგარის ლაბორატორიას ხვალიდან კორონავირუსის შტამის გამოსავლენი ტესტი ექნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია. გუშინ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.

კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. ისინი კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, "საფრანგეთში ჩასვლისთანავე საქართველოს მოქალაქეებს ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და ამ დროისათვის კორონავირუსის რაიმე ფაქტი ან სინდრომი არ გამოვლენილა".

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ქვეყანაში სამი პაციენტი გადის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S